ნაჯაფ–სანდალი
სიზმრად ნანახი ინგრედიენტებით

რენე და იაპონური კენდამა

არის ასეთი ბელგიელი სიურეალისტი მხატვარი – რენე მაგრიტი, საინტერესო იდეებითა და ნახატებით, და კიდევ უფრო საინტერესო    დეტალებით თავის ნახატებზე. ერთ ასეთ დეტალზე მინდა მოგიყვეთ. ბილბოკე ჰქვია (bilboquet). პირველად სწორედ რენეს ნამუშევრებზე ვნახე და მაშინვე ყოვლისმომცველ ვიკას ვესტუმრე დამატებითი ინფოსთვის.

აღმოჩნდა, რომ ბილბოკე სინამდვილეში იაპონური სათამაშოს – კენდამას ვესტერნიზებული ვარიანტია. კენდამას ჩაქუჩის ფორმა აქვს, რომელზეც ძაფით  ბურთია გამობმული.ბურთს, რომელსაც თამას (tama) ეძახიან, ნახვრეტი აქვს, რომლითაც მოწყობილობის ლურსმანისებურ გაგრძელებაზე შეიძლება დამაგრდეს.  ჩაქუჩის ფორმის სახელურს კენი (ken) ჰქვია. კენის ზემოთა მხარეს, გვერდებზე ყურებივით გამოშვერილი ნაწილები სინამდვილეში ჩაზნექილი, ჭიქის ფორმის გამონაზარდებია, მაგითაც შეიძლება ბურთის დაჭერა. ეს “ყურები” ერთი შეხედვით თანაბარი ზომისაა, მაგრამ სინამდვილეში ერთი ოდნავ დიდია მეორეზე. დიდს ოზარა ჰქვია, პატარას – კოზარა. ასეთივე, ბურთის მოსათავსებელი  “ჭიქა” აქვს კენის სახელურს ქვემოთაც, სახელად – ჩუზარა.

იაპონიაში კენდამას მოთამაშეთა ასოციაციაც არსებობს. ძირითადად საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობენ, მაგრამ ხანდახან შეჯიბრებებსაც აწყობენ. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ერთი იაპონელი კენდამას დამამზადებლის თქმით, არსებობს ბურთის დაჭერის 30,000–მდე ილეთი. კენდამას ევროპაში უკვე რამდენიმე საუკუნეა იცნობენ. ერთ დროს საფრანგეთისა და ინგლისის სამეფო კარზე ყოფილა ძალიან პოპულარული.

თუ ზემოთა აღწერილობიდან ვერაფერიც ვერ გაიგეთ, არა უშავს 😀 სანამ იუთუბზე არ ვნახე, როგორ თამაშობენ, ვერაფრით წარმოვიდგინე, როგორ შეიძლება ამ რაღაცით თამაში 🙂 🙂


Advertisements

4 Responses to “რენე და იაპონური კენდამა”

  1. მაგრიტით როდის დაინტერესდი?
    ჩემი კითხვები პირდაპირ შთაგონების წყაროს შენთვის, მიხარის. 😛

  2. აბა, აბა, სულ შენმა კითხვებმა შთამაგონა 😀

  3. ვა რა მონდომებით თამაშობდა ის ტიპი :))))))

  4. 🙂 🙂 🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: