რენე და იაპონური კენდამა
არის ასეთი ბელგიელი სიურეალისტი მხატვარი – რენე მაგრიტი, საინტერესო იდეებითა და ნახატებით, და კიდევ უფრო საინტერესო დეტალებით თავის ნახატებზე. ერთ ასეთ დეტალზე მინდა მოგიყვეთ. ბილბოკე ჰქვია (bilboquet). პირველად სწორედ რენეს ნამუშევრებზე ვნახე და მაშინვე ყოვლისმომცველ ვიკას ვესტუმრე დამატებითი ინფოსთვის.
აღმოჩნდა, რომ ბილბოკე სინამდვილეში იაპონური სათამაშოს – კენდამას ვესტერნიზებული ვარიანტია. კენდამას ჩაქუჩის ფორმა აქვს, რომელზეც ძაფით ბურთია გამობმული.ბურთს, რომელსაც თამას (tama) ეძახიან, ნახვრეტი აქვს, რომლითაც მოწყობილობის ლურსმანისებურ გაგრძელებაზე შეიძლება დამაგრდეს. ჩაქუჩის ფორმის სახელურს კენი (ken) ჰქვია. კენის ზემოთა მხარეს, გვერდებზე ყურებივით გამოშვერილი ნაწილები სინამდვილეში ჩაზნექილი, ჭიქის ფორმის გამონაზარდებია, მაგითაც შეიძლება ბურთის დაჭერა. ეს “ყურები” ერთი შეხედვით თანაბარი ზომისაა, მაგრამ სინამდვილეში ერთი ოდნავ დიდია მეორეზე. დიდს ოზარა ჰქვია, პატარას – კოზარა. ასეთივე, ბურთის მოსათავსებელი “ჭიქა” აქვს კენის სახელურს ქვემოთაც, სახელად – ჩუზარა.
იაპონიაში კენდამას მოთამაშეთა ასოციაციაც არსებობს. ძირითადად საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობენ, მაგრამ ხანდახან შეჯიბრებებსაც აწყობენ. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ერთი იაპონელი კენდამას დამამზადებლის თქმით, არსებობს ბურთის დაჭერის 30,000–მდე ილეთი. კენდამას ევროპაში უკვე რამდენიმე საუკუნეა იცნობენ. ერთ დროს საფრანგეთისა და ინგლისის სამეფო კარზე ყოფილა ძალიან პოპულარული.
თუ ზემოთა აღწერილობიდან ვერაფერიც ვერ გაიგეთ, არა უშავს
სანამ იუთუბზე არ ვნახე, როგორ თამაშობენ, ვერაფრით წარმოვიდგინე, როგორ შეიძლება ამ რაღაცით თამაში


მაგრიტით როდის დაინტერესდი?
ჩემი კითხვები პირდაპირ შთაგონების წყაროს შენთვის, მიხარის.
guniah - June 3, 2010 at 6:59 pm |
აბა, აბა, სულ შენმა კითხვებმა შთამაგონა
najafsandal - June 4, 2010 at 7:10 am |
ვა რა მონდომებით თამაშობდა ის ტიპი
)))))
andria - June 16, 2010 at 6:38 am |
2929 - August 5, 2010 at 8:23 am |