ლუსი
გუშინ ბიძინა მაყაშვილის ბლოგს ვკითხულობდი, სადაც შემხვდა ფრაზა ‘არის რაღაცეები, რასაც ცხოვრებაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაექცევი. პირველ ყოვლისა, ცხადია, ეს სიკვდილია. მერე მოდის გადასახადები და მერე კიდევ “ბიტლზი”. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია’. ვკითხულობდი და მეღიმებოდა, იმიტომ რომ ბითლომანიის მსგავსი აღიარება ყველაზე მახვილგონივრულია, რაც ოდესმე მომისმენია ან წამიკითხავს, და რაც მთავარია, მე მას ვეთანხმები.
წელს, 22 სექტემბერს, ნორფოლკის კინგს ლინის ჰოსპიტალში ერთი უბრალო დიასახლისი გარდაიცვალა. 46 წლისა ავტოიმუნურმა დაავადებამ შეიწირა. მის არსებობას და მით უმეტეს – გარდაცვალებას ვერასოდეს შევიტყობდით, რომ არა 2 წლის წინ BBC-ის რადიოსთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა, რომ ჯულიან ლენონთან ერთად დადიოდა საბავშვო ბაღში. მას ლუსი ერქვა.
ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჯონ ლენონმა შვილს საბავშვო ბაღში მიაკითხა წამოსაყვანად, ჯულიანმა მას ბავშვური ნახატი აჩვენა და ახარა: ‘ეს ლუსია, ცაში, ბრიალიანტებთან ერთად’. ასე დაიბადა ლეგენდა.
სიმღერა ბითლზის 1967 წლის ალბომში Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band შევიდა. საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, კომპოზიცია სინამდვილეში ნარკოტიკული საშუალების – LSD-ს პროპაგანდას წარმოადგენდა. (Lucy in the Sky with Diamonds). ლენონი სულ უარყოფდა ამ დამთხვევას, მაგრამ 2004 წელს პოლმა ბი–ბი–სის განუცხადა – ‘ეს ხომ ისედაც აშკარაა’–ო.
მე მაინც ლუსისეული ვერსიის დაჯერებას ვარჩევდი. ლამაზია და ბავშვურად რომანტიული

dzalian kargi faqtia! ase gaagrdzle :*
ginger - December 31, 2009 at 8:22 pm |
მეც ეს ვერსია უფრო მომწონს
2929 - August 5, 2010 at 7:58 am |
MOMWONS, KARGI MOSASMENIE:)
Tako Berianidze - November 11, 2011 at 5:19 pm |