ეს უწყინარი, უწყინარი, უწყინარი მობილურები
დიდი ხანია არაფერი დამიწერია, უფრო სწორად, რაღაცეების წერა დავიწყე, მაგრამ როგორც ყველაფერი, რასაც ხელს ვკიდებ ხოლმე, ესაც შუა გზაზე მივატოვე – ბლოგები დრაფტად დარჩა, დაუმთავრებელ–გამოუქვეყნებელი
ამ პოსტის დაწერისკენ კი ფსიქეს პოსტმა მიბიძგა, სადაც მან თეატრში მომხდარი ინციდენტის შესახებ მოგვითხრო და მეც მომინდა რამდენიმე ეპიზოდი გამეზიარებინა.
წარმოიდგინე, ერთი თეატრის მოყვარული, ჩვეულებრივი მოკვდავი ხარ, საჩუქრად ‘ფაუსტის’ ბილეთები გიხარია და მთელი კვირა ფრთაშესხმული დაფრინავ დაუვიწყარი შაბათ საღამოს იმედით. ყოველ დილა–საღამოს ითვლი: სამშაბათიც გავიდა, ხვალ უკვე ოთხშაბათია; ხუთშაბათი დაღამდა, პარასკევიც და მეშველება… და აი, როგორც იქნა, შაბათიც დგება. 3 საგნის / 6 საათის განმავლობაში მოთმინებით იტან მოსაწყენ ფასიან ქაღალდებზე ლექციას, მომდევნო 2 საათი ჯეოპარდით გაგყავს დრო და აი, ნანატრი 8 საათიც მოაღწევს ბოლოსდაბოლოს. თეატრალური ელიტის ბრწყინვალებით სავსე არეულობაში წყნარად, ნაბიჯ–ნაბიჯ აღწევ სანუკვარ ადგილს, სავარძელში ჩაესვენები და ნეტარი სახით ელი შუქის ჩაქრობას…
სპექტაკლი შესანიშნავია, დასი ლატვიიდან – წარმოუდგენელ საოცრებებს სჩადის სცენაზე, დარბაზი სულგანაბული მისჩერებია დოქტორ ფაუსტის ვნებებს და ცრემლებს აღვარღვარებს გრეტხენის საცოდაობით, ამ ყველაფერს კი აგვირგვინებს … დიახ, დიახ, სწორად გამოიცანი მეგობარო, ნოკიას სტანდარტული, სრულიად ჩვეულებრივი, ტარა–რაა–რა, ტარა–რაა-რა, ტარა–რაა–რა რა. თითქოს დიდი არაფერი მომხდარა, რა საჭიროა ერთი მობილური ზარის გამო ამ შემთხვევის ასე დრამატიზება, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ეს ერთი შემთხვევაა არაა, ასეთი რამეები სულ ხდება, თეატრში, კინოში, კონცერტზე. ასეთივე სატელეფონო საუბრის მოწმე გავხდი 1–2 კვირის წინ ‘შემოდგომის თბილისზეც’, ჩემს უკან მჯდომმა თითქმის მთელი 5 წუთი ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ფერის ჩანთის ჩამოკონწიალებას აპირებდა მეორე დღეს რაღაც საღამოზე და რატომ არ უხდება ლილიკოსგან ნათხოვარი ფეხსაცმელი ახალ კაშნეს
გავარტყი ‘ყველაზე კულტურული ერის’ შაბლონს, საზოგადოებაში ქცევის ელემენტარული წესები არ ვიცით და მობილურის silent mode ფუნქცია ვერ გამოგვიყენებია /mad/. ნამეტანი აღვფშოთდი მოკლედ
ვიდეო ჩემნაირი აღშფოთებულებისთვის
თურმე მარტო ჩვენთან არ ხდება მსგავსი რამეები და ჰიუ ჯეკმანის შოუსაც შეიძლება შეუშალოს ხელი უწყინარმა მობილურმა
ფაუსტზე როგორ მინდოდა წასვააა
(( სულ მობილურებიანი ხალხით რომ ვყოფილიყავი გარსემორტყმული მაინც :დ
ისე გეთანხმები მე იმაში, რომ სულ ტყუილად გვქვია კულტურული ერი
იმედი მაქვს დროთა განმავლობაში გამოძვრებიან გამოქვაბულებიდან და დაიხვეწებიან (ყველა არა რაღაც ნაწილი)
fsiQe - October 13, 2009 at 1:48 pm |
Au,dges yovel wams egeti rameebi xdeba da miuxedavad imisa,ro didi imedi mak,ara mgonia “xalxis ragac nawili” mainc gamoswordes…
Grindelvald - October 24, 2009 at 4:08 am |