Hello World!
რატომღაც ყოველთვის მაწუხებდა უსაფუძვლო პრეტენზია, რომ წერა შემიძლია. არა უბრალოდ წერა, არამედ ისეთ თემებზე და ისე წერა, რაც სხვასაც დააინტერესებდა. დღეიდან საშუალება მეძლევა ამ ილუზიას ერთხელ და სამუდამოდ გამოვეთხოვო და ვწერო მხოლოდ საკუთარი ჭიის გასახარებლად. ბლოგი საშუალებას მომცემს ანონიმურობა შევინარჩუნო (პირველ ხანებში მაინც
), არა იმიტომ კი არა, რომ მეტად “ცნობადი” სახე ვარ და ფართო საზოგადოებრივ გამოხმაურებას ვერიდები, ასე, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილს საკუთარ კომპლექსებთან შერკინება გამიადვილდება მგონია. საკუთარ აზრს ყოველთვის პირდაპირ გამოვთქვამ ისედაც, მაგრამ შინაგანი “ცენზურა” მაქვს ყოველთვის ჩართული და მუდამ კორექტულობის ფარგლებში ვცდილობ გამოვხატო შეხედულებები. არადა ხანდახან კარგი, მადლიანი “შეკურთხებაც” ჰალალია
მშვენიერია
საინტერესოა როგორი ბლოგერი იქნებით
daliela - July 11, 2009 at 4:16 pm |